თავში

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო 41.1 პროცენტზე დაფიქსირდა

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო 41.1 პროცენტზე დაფიქსირდა
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო 41.1 პროცენტზე დაფიქსირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2020 წლის საგარეო ვაჭრომის მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის მიხედვით, პანდემიურ 2020 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (უარყოფითი სავაჭრო სალდო) ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტით მეტი პროდუქცია შეიძინა, ვიდრე ექსპორტზე გაყიდა. თვითკმარი ეკონომიკისთვის საჭიროა ამ ბალანსის ექსპორტის სასარგებლოდ გადაწყობა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, სხვა ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მძიმე ტვირთად აწვება ლარის კურსსაც: საგარეო ვაჭრობა დოლარში ხდება. შესაბამისად, როცა სახეზეა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ქვეყანა მეტ დოლარს იხდის იმპორტში, ექსპორტით შემოსულ დოლარის ნაკადთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ შიდაბაზარზე დოლარი დეფიციტური ხდება და მასზე მოთხოვნა იზრდება, ლარი კი უფასურდება.

ცნობისთვის, შარშან პანდემიამ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8 პროცენტით შეუმცირა.

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).

შეგახსენებთ, პანდემიის მიუხედავად, საქართველომ მოახერხა ადგილობრივი ექპორტის წილის ზრდა მთლიან ექსპორტში. 2020 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system