თავში

საქართველოს უძრავ ქონებაში ყაზახები საშუალო და მცირე ინვესტიციებს დებენ

საქართველოს უძრავ ქონებაში ყაზახები საშუალო და

უძრავი ქონების პორტალი Property Georgia საქართველოში საერთაშორისო ინვესტორებისთვის და,  მეორეს მხრივ, უცხოური ბაზრებით დაინტერესებული ადგილობრივი დეველოპერებისთვის მუშაობს. ამჯერად მან ყაზახური ინვესტიციები მიმოხიხილა ქართული უძრავი ქონების ბაზარზე. ორგანიზაცია ყაზახეთის კონსულთან საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობი იუწყება, რომ უძრავი ქონება , სხვა სექტორებთან შედარებით, დაბალ რისკიანი სფეროა დაამ დარგის მიმართ  ინვესტირების ინტერესი სულ არის. 

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ყაზახური ინტერესები, კონსულის ინფორმაციით, იკვეთება უფრო ალბათ საშუალო და დაბალი მოცულობის ინვესტიციების სეგმენტში.

"საქართველოში მსხვილი დაბანდებები, ვგულისხმობ ტრადიციულ უძრავ ქონებას, ბინათმშენებლობას, კომერციულ ცენტრებს, ბიზნესცენტრებს და ა.შ. ნაკლებად ხდება. ინვესტორები უყურებენ სტაბილურ უკუგებას, ძირითადი ინტერესი უფრო მცირე და საშუალო ზომის უძრავ ქონებაზე მოდის: ბინები, აპარტამენტები და ბუტიკ სასტუმროები ,რომლებსაც ინდივიდუალურად ყიდულობენ და ახდენენ ოპერირებას. ამ მხრივ, საკუთრების განწყობა უფრო მეტად ამაღლებულია. ეს, რასაკვირველია, პოსტსაბჭოთა სივრციდან და კერძო საკუთრების განცდიდან გამომდინარეობს,“ - ამბობს ყაზახეთის კონსულთან საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი. 

კონსულის შეფასებით, ყაზახეთისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს ლოჯისტიკის კუთხით. ყაზახმა ინვესტორებმა ქვეყანაში შემოსვლა 2006 წლიდან დაიწყეს. საქართველოში წარმოდგენილია ყაზახეთის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ინვესტიციები. გიორგი ჯახუტაშვილი იხსენებს, რომ ყაზახეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა კეთილგანწყობით გასცა დავალება საჯარო კომპანიებზე, რომ საქართველოში დაეწყოთ ინვესტირება, რასაც შედეგად საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები მოყვა: ბათუმის ტერმინალი, ,,რომპეტროლი”,ინვესტიცია ჩაიდო საბანკო სექტორში, ტაზახური ინვესტიციით რეაბილიტირდა ლიკანის სასტუმრო, აღდგა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლა. ბიზნესინტერესი ყაზახეთიდან საქართცველოს მიმართ მზარდი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე, რასაც ჯერ ეკონომიკური კრიზისი, 4 წელიწადში კი ხელისუფლების შეცვლა, მოჰყვა. ყაზახეთის კონსულის განმარტებით, ყაზახური მხარე იყო მოლოდინში, რომ ბიზნესი იქნებოდა პრიორიტეტი, თუმცა პირდაპირი კომუნიკაციის ხარისხი გაუარესდა. ამასობაში უზბეკეთმა ყაზახეთისთვის შექმნა უამრავი ალტერნატივა და შედეგად, კონსულის შეფასებით,  საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობა და ბიზნესაქტივობა, საინვესტიციო თანბამშრომლობა მინელდა, თუმცა გიორგი ჯახუტაშვილი ხაზგასმით ამტკიცებს, რომ ახლა დიდი პერსპექტივაა ამ განწყობების შეცვლის და მოტრიალების, რადგან ცალსახად საინტერესოა ყაზახურ-ქართული კაპიტალი, თუნდაც იმიტომ, რომ დივერსიფიცირებული იყოს საინვესტიციო პორტფელი, ერთ რიგით კერძო ინვესტორს შეუძლია რამდენიმე ქვეყანაში ინვესტიცია და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს აღნიშნულ საინვესტიციო პაკეტებში.

გასული წლის ბოლოს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებდა, რომ .პანდემიის მიუხედავად, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში შეუფერხებლად მიმდინარეობს 30 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტები, ხოლო 70 მილიონის მომზადების პროცესშია, მათ შორის შოვის ბალნეოლოგიური კურორტი. " მისივე განცხადებით, საქართველოში ყაზახური კაპიტალით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, ჯამური საინვესტიციო მოცულობა სცდება 450 მილიონ აშშ დოლარს. აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულია 3 500-ზე მეტი ადამიანი.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ყაზახური კომპანია JSC KazTransOil-ი, რომელსაც ბათუმის პორტი 49 წლის ვადით აქვს შესყიდული, ვალდებულებას არ ასრულებს და ხელშეკრულებას არღვევს. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, ყაზახური მხარე ყოველწლიურად ბათუმის ნავსადგურში 5 მლნ ტონა ნავთობის და ნავთობროდუქტების მოზიდვის ვალდებულებას იღებდა, რასაც კომპანია 2014 წლიდან ვერ ახერხებს. ცაგარეიშვილისთვის კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ყაზახეთი საკუთარ ქვეყანაში წარმოებულ ნავთოპროდუქტებს არა ბათუმის ნავსადგურის, არამედ რუსეთის მიმართულებით, ტამანის ნავსადგურში აგზავნის. ამის დამტკიცებას კი სპეციალისტი კონკრეტული ციფრებით ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system