თავში

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით პოზიციონირება იგეგმება

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით პოზიციონირება იგეგმება
საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით პოზიციონირება იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში 27 ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჯამში 2000- ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს მოიცავს.

შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვის, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავების საკითხები. თავის მხრივ ალიანსმა მინისტრს 2021 წლის სამოქმედო გეგმა და საქმიანობის მიმართულებები გააცნო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსს აქვს ცოდნა, გამოცდილება და ინფორმაცია, ტურიზმის სფეროში რა პრობლემებზე არის საჭირო მუშაობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი მიმართული და შექმნილია არამხოლოდ მოკლევადიანი პრობლემების დასაძლევად, რომელიც ახლა ბევრია ტურიზმის სექტორში და ერთად ვმუშაობთ ამაზე, არამედ საშუალოვადიან გეგმებზე სამუშაოდ. ზოგადად, ვიცით, რომ საქართველოში შეიცვალა ვითარება გლობალურად ტურიზმის ინდუსტრიაში და აქედან გამომდინარე 2025 წლამდე სტრატეგია რაც გვქონდა, მას სჭირდება განახლება - სწორედ ალიანსთან თანამშრომლობით ვიმუშავებთ და დავხვეწავთ საკანონმდებლო ბაზას, იმიტომ, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზა სჭირდება ტურიზმს,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, გაგრძელდება მუშაობა, რომ სტანდარტი და ხარისხი ამაღლდეს, რადგან ახლანდელ ვითარებაში, როდესაც ტურიზმი უნდა აღორძინდეს, უკვე ძალიან სწრაფად და მიზნობრივად არის სამუშაო იმისთვის, რომ კვლავ შეიქმნას მოთხოვნა.

„ეს არ არის ის ვითარება, რომელიც გვქონდა 2019 წელს, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ვიზიტორი ჩამოდიოდა და ჩვენი ტურისტული ობიექტები ვერ აუდიოდნენ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. დღეს ეს მოთხოვნა ხელახლაა შესაქმნელი და ეს არის აუცილებლად ხარისხი, ევროპული სტანდარტები, მარკეტინგი, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის ხელახალი პოზიციონირება და ამაში ჩვენ ვითანამშრომლებთ აქტიურად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system