თავში

საქართველოს USAID-ის საინვესტიციო კონსულტანტები ეწვევიან

საქართველოს USAID-ის საინვესტიციო კონსულტანტები ეწვევიან
საქართველოს  USAID-ის საინვესტიციო კონსულტანტები ეწვევიან

ეკონომისტები და ფინანსისტები საქართველოში  ე.წ. საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ჩამოვლას იწონებენ.

ეკონომიკის დოქტორი, ვალერიან ჭაღიაშვილი, ამბობს, რომ ქვეყანას ამგვარი აქტივობა აქამდეც უნდა განეხორციელებინა, რადგან საქართველოს ბაზარი ბევრი ისეთი ინვესტორისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, რომელმაც მისი არსებობა არც კი იცის.

"ეს საქართველოს ნოუ-ჰაუ არაა. ამგვარი პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია ინვესტიციების მოსაზიდად. ასეთი საინვესტიციო კომპანიები ამზადებენ ქვეყნების და კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პროფილებს და პოტენციურ ინვესტორებს დახმარებას უწევენ მომავალი საინვესტიციო ადგილების შერჩევაში. თუ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციაზეც იმუშავებენ, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ცალსახად კარგი ნაბიჯია და შეუძლებელია არ მოიწონო," - განუცხადა report.ge-ს ეკონომისტმა.

ფინანსისტი ლევან აბულაძე ფიქრობს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანამ არც ენერგია და არც ფინანსები არ უნდა დაზოგოს. მისი თქმით, ეს იქნება ყველაზე გონივრული ნაბიჯი, რაც ეკონომიკის სტიმულირებას დაეხმარება.

"ყველანაირ სუბსიდიასა და ფულის დარიგებას სჯობს ასეთი აქტივობები. ნახეთ, ასე ხელისუფლება ფულის და შემოსავლის შოვნის საშუალებას აძლევს მოსახლეობას. ფულის ჩუქება, დარიგება, სუბსიდია, საიმიჯოდ შეიძლება არ იყოს ცუდი, თუმცა ეკონომიკისთვის მომგებიანი არაა. აი ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა, ფულთან ერთად გამოცდილების და განათლების იმპორტი არის ყველაზე სწორი მიდგომა და მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამ წამოწყებას, რომელიც აქამდეც უნდა გვქონოდა," - გვეუბნება ფინანსისტი.

შეგახსენებთ, საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტები საქართველოში სექტემბერში ჩამოვლენ. კონსულტანტები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს, შეხვდნენ საჯარო და კერძო სექტორის შესაბამის წარმომადგენლებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ეკონომიკის სამინისტრომ მსოფლიოს 50-მდე წამყვან ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიასთან მოლაპარაკებების დაიწყო. აქამდე ამ სექტორთან მსგავსი კომუნიკაცია არ დამყარებულა.

პროცესის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ „აწარმოე საქართველოში" და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

„სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მოახდინა 50-მდე საინვესტიციო ლოკაციის კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს მათი ნაწილის მხრიდან მზაობა, რომ სექტემბერში, ბუნებრივია პანდემიის ვითარების გათვალისწინებით, ისინი საქართველოს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას. ნაწილთან კი აქტიურ რეჟიმში ხდება ონლაინ შეხვედრების გამართვა“, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system