თავში

საქართველოსა და აშშ-ის შორის 67-მილიონიანი საგრანტო შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აშშ-ის შორის 67-მილიონიანი საგრანტ
საქართველოსა და აშშ-ის შორის 67-მილიონიანი საგრანტო შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აშშ-ის შორის 67-მილიონიანი საგრანტო შეთანხმება გაფორმდა. საქართველომ და ამერიკის შეერთებულ შტატებმა (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID)) ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

ცერემონია გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. 

"დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან - „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას, -გაბნაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system