თავში

საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესგარემოს ავსტრიული კომპანიები გაეცნენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესგარემოს ავს
საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესგარემოს ავსტრიული კომპანიები გაეცნენ

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, მონაწილეობა მიიღო ონლაინ ვებინარში „ეკონომიკური განვითარება და ბიზნესის შესაძლებლობები აზერბაიჯანსა და საქართველოში“. შეხვედრას, რომელიც ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვაჭრობის ხელშეწყობის ორგანიზაციის "Advantage Austria” -ს მიერ დაიგეგმა, საქართველოს და აზერბაიჯანის ბიზნეს გარემოთი დაინტერესებული 70- მდე ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვაჭრობის კომისარი, ჯორჯ კარაბაჯეკი და AZPROMO-ს პრეზიდენტი იუსუფ აბდულაიევი.

გიორგი პერტაიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო გარემო და არსებული შესაძლებლობები, ხაზი გაუსვა საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში და აღნიშნა, რომ საქართველო საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში ბიზნეს კომპანიებს აუთსორსინგისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს სთავაზობს.

პალატის პრეზიდენტმა შეაფასა საქართველოს საინვესტიციო გარემო და აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო არის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისთვის, არსებული საგადასახადო პოლიტიკისა და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით.

გიორგი პერტაიამ ასევე მიმოიხილა პრიორიტეტული სექტორებიც, რომლებსაც გააჩნიათ განვითარების პერსპექტივა, მათ შორის ისაუბრა განათლების სექტორზე, სტუმარ-მასპინძლობის სექტორსა და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის შესაძლებლობებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system