თავში

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო ტრანსპორტის აღდგენის საკითხი განიხილეს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო ტრანსპორტის აღ
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო ტრანსპორტის აღდგენის საკითხი განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აზერბაიჯანულ-ქართული  კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. 

სხდომაზე, განხილვის მთავარ თემას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო რეისების განახლების საკითხი წარმოადგენდა.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ გვენეტაძე სამგზავრო რეისების ორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დადგენილი წესების შესაბამისად აღდგენის წინადადებით გამოვიდა. 

ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა  ტრანსპორტირების განვითარების პერსპექტივებზე შეხედულებები გაცვალეს და შესბამის ოქმს ხელი მოაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system