თავში

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 493,25 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9,5 პროცენტით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში აზერბაიჯანმა საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, მთლიანი ვაჭრობის 7.9 პროცენტიანი წილით თურქეთის, რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ.

საანგარიშო პერიოდში საქართველომ აზერბაიჯანში 244,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, რაც 20,1 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

ამავდროულად, აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტი 6,7 პროცენტით შემცირდა და 248,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system