თავში

საქართველოში 15 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს

საქართველოში 15 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს
საქართველოში 15 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.  15 კომერციული ბანკიდან 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით არის. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 519.79 მლნ ლარით, ანუ 1.10 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.86 პროცენტით) და 2020 წლის პირველი თებერვლისათვის 46.66 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.54 პროცენტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system