თავში

საქართველოში 197 მაღალმხარჯველი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა

საქართველოში 197 მაღალმხარჯველი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა
საქართველოში 197 მაღალმხარჯველი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა

"პროექტის "იმუშავე საქართველოდან" ფარგლებში საქართველოში უკვე ჩამოვიდა 197 პირი აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან," - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ქვრივიშვილი ფეისბუქგვერდზე წერს. 

ქვრივიშვილი ამბობს, 197 სტუმრის ჩამოსვლა ქვეყანაში ნიშნავს 1600 ღამისთევას / roomnight მხოლოდ კომერციულ საკარანტინო სივრცეში. 

"თუ ერთი საკარანტინო ოთახის საშუალო ღირებულებას მაგალითისთვის გამოვიყენებთ - 70$, გამოდის 400,000 ლარის შემოსავალი 1.5 თვეში მხოლოდ პროექტში ჩართული სასტუმროებისთვის დანარჩენი არითმეტიკა თქვენთვის მომინდვია“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.

მისივე ინფორმაციით, "იმუშავე საქართველოდან" პროექტი მიღებულია 1,100 განაცხადი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო შემოსავალი თვეში არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2,000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5,700 აშშ დოლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსვლა და დროებით ცხოვრება სურს 1 100 მაღამლხარჯველ ტურისტს. 

ქვრივიშვილი ამბობს, რომ მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დასახარჯ 23,9 მილიონ აშშ დოლარს, რაც გაწეული მინიმალური მარკეტინგული ხარჯების ფონზე. მარკეტინგული დანახარჯი 17,000 აშშ დოლარი, უკუგება 1 ინვესტირებულ აშშ დოლარზე - 1,408 აშშ დოლარი. შეგახსენებთ, პროექტი უსაფრთხოდ ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო.

ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 2 კვირიანი კარანტინის გავლა და ტესტირება.

ქვეყნების სრული სია, რომლებზეც ვრცელდება პროგრამა "იმუშავე საქართველოდან":

● ავსტრალია,
● ავსტრია,
● აზერბაიჯანი,
● ალბანეთი,
● ანდორა,
● ანტიგუა და ბარბუდა,
● არაბთა გაერთიანებული საამიროები,
● არგენტინა,
● ახალი ზელანდია,
● ბარბადოსი,
● ბაჰრეინი,
● ბაჰამის კუნძულები,
● ბელორუსი,
● ბელგია,
● ბელიზი,
● ბოსნია და ჰერცოგოვინა,
● ბოტსვანა,
● ბრაზილია,
● ბრუნეი,
● ბულგარეთი,
● გერმანია ,
● დანია,
● გაერთიანებული სამეფო,
● დომინიკის რესპუბლიკა,
● სალვადორი,
● ეკვადორი,
● ესპანეთი,
● ესტონეთი,
● თურქეთი,
● თურქმენეთი,
● იაპონია,
● იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო,
● ირლანდია,
● ისლანდია,
● ისრაელი,
● იტალია,
● კანადა,
● კატარის სახელმწიფო,
● კვიპროსი,
● კოლუმბია,
● სამხრეთ კორეა,
● კოსტა რიკა,
● ლატვია,
● ლიტვა,
● ლიბანი,
● ლიხტენშტეინი,
● ლუქსემბურგი,
● მავრიკი,
● მალაიზია,
● მალტა,
● მექსიკა,
● მონაკო,
● მოლდოვა,
● მონტენეგრო,
● ნიდერლანდები,
● ომანი,
● პანამა,
● პოლონეთი,
● პორტუგალია,
● რუმინეთი,
● რუსეთის ფედერაცია,
● საბერძნეთი,
● სამხრეთ აფრიკა,
● სან მარინო,
● საუდის არაბეთი,
● საფრანგეთი,
● სერბეთი,
● სინგაპური,
● სლოვაკეთი,
● სლოვენია,
● სომხეთი,
● ტაილანდის სამეფო,
● ტაჯიკეთი,
● აშშ,
● უზბეკეთი,
● უკრაინა,
● უნგრეთი,
● ფინეთი,
● ქუვეითი,
● ყირგიზეთი,
● ყაზახეთი,
● შვედეთის სამეფო,
● შვეიცარიის კონფედერაცია,
● ვატიკანი,
● ხორვატია,
● ჰონდურასი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system