თავში

საქართველოში 2,658 ბანკომატი და 71 ათასი ტერმინალი მოქმედებს

საქართველოში 2,658 ბანკომატი და 71 ათასი ტერმინალი მოქმედებს
საქართველოში 2,658 ბანკომატი და 71 ათასი ტერმინალი მოქმედებს

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში 2020 წლის სექტემბერში 2,658 ბანკომატია, რომლის მ,ეშვეობითაც ჯამში, 7.5 მილიონი ტრანზაქცია შესრულდა, ნიშნავს იმას, რომ ერთი ბანკომატით თვეში საშუალოდ 2,800 ოპერაცია ანუ დღეში 94 ტრანზაქცია სრულდება.

ქართული საბანკო ბარათებით შესრულებულია 2.16 მილიარდი ლარის ტრანზაქციები, რაც აგვისტოსთან შედარებით, 248 მილიონი ლარით მეტია.

ყველაზე ხშირად ბანკომატებით 289 ლარის ღირებულების ოპერაციები სრულდება.

ყოველწლიურად ბანკომატების დატვირთვის პიკი დეკემბერზე მოდის. ამავე თვეში ბანკომატით გამოტანილი თანხის მოცულობა წლის სხვა თვეებთან შედარებით ყოველთვის უფრო მეტია. დეკემბერში დატვირთვის ზრდის მიზეზი საახალწლო ხარჯებია. 

ტერმინალების ოპერაციების რაოდენობა ბანკომატების ოპერაციებს რამდენჯერმე აჭარბებს, თუმცა ბანკომატებით პოს-ტერმინალებთან შედარებით ორჯერ მეტი თანხის ოპერაცია სრულდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში 71 ათასი ტერმინალი არის მოქმედი. მათი რიცხვი წინა წელთან შედარებით, 14 ათასი ერთეულითაა გაზრდილი. 2020 წლის სექტემბერში პოს-ტერმინალების მეშვეობით 962 მილიონი ლარის ღირებულების 28 მილიონი ერთეული ოპერაცია შესრულდა. შესაბამისად, ტერმინალის ერთი საშუალო გადახდის ღირებულება 34 ლარს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system