თავში

საქართველოში 25.4 ათასი ექიმი და 22.1 ათასი ექთანია

საქართველოში 25.4 ათასი ექიმი და 22.1 ათასი ექთანია
საქართველოში 25.4 ათასი ექიმი და 22.1 ათასი ექთანია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 25.4 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 22.1 ათასი.

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 264 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 18.6 ათასს შეადგენდა, რაც 6.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.6 დღე შეადგინა (2019 წელს - 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ - 190.7 დღე (2019 წელს - 179.5 დღე).

2020 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.4 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system