თავში

საქართველოში 25.4 ათასი ექიმია დასაქმებული

საქართველოში 25.4 ათასი ექიმია დასაქმებული
საქართველოში 25.4 ათასი ექიმია დასაქმებული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 25.4 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 22.1 ათასი.

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 264 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 18.6 ათასს შეადგენდა, რაც 6.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.6 დღე შეადგინა (2019 წელს - 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ - 190.7 დღე (2019 წელს - 179.5 დღე). 

ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 286 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 686 ათასს გაუტოლდა, რაც 1.6 პროცენტით აღემატება 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system