თავში

8 თვეში საქართველოში 309 555. 7 ათასი დოლარის აზერბაიჯანული იმპორტი შემოვიდა

საქართველოში 309 555. 7 ათასი დოლარის აზერბაიჯანული იმპორტი შემოვიდა
8 თვეში საქართველოში 309 555. 7 ათასი დოლარის აზერბაიჯანული იმპორტი შემოვიდა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში 309 555. 7 ათასი დოლარის იმპორტი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 6.3%-ია. აზერბაიჯანული იმპორტი, წინა წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით, 15.8%-ით არის შემცირებული.

შარშან აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირდა 367 362. 3 ათასი დოლარის პროდუქცია.

6.3%-იანი წილით აზერბაიჯანი საიმპორტო ქვეყნების ათეულის მეხუთე ადგილს იჭერს. მას  იმპორტის სიდიდით წინ უსწრებს აშშ, ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი.

2020 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (840.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (554.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (440.9 მლნ. აშშ დოლარი).

ზოგადად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.7 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარს (17.5 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარაგვისტოში, 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system