თავში

საქართველოში 40 ათასი სამედიცინო ხალათი შეიკერა - PHOTO

საქართველოში 40 ათასი სამედიცინო ხალათი შეიკერა
საქართველოში 40 ათასი სამედიცინო ხალათი შეიკერა - PHOTO

სამედიცინო ტექსტილის ქართულმა საწარმომ „დოქტირ გუდსმა“ ერთ კვირაში 40 ათასი სამედიცინო ხალათი შეკერა.

მან 12 ახალი საკერავი მანქანა შეიძინა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ განცხორციელებული პროექტით, „კლასტერები განვითარებისთვის".

გაზრდილი სიმძლავრეების ხარჯზე, კომპანია დღეს უკეთ შეძლებს წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყანაში სამედიცინო პროდუქციის დეფიციტის აღმოფხვრაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მუშაობს, რათა დაეხმაროს ქვეყანას კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული უპრეცედენტო გარემოებების პირობებში. ეს დახმარება ასევე გულისხმობს სპეციალური ზომების შემუშავებას ქართული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც საჭირო სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას ქმნიან, მათ ბიზნეს მხარდაჭერას წარმოების გაგრძელებისა და მუშა-ხელის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიმართულებებით. „დოქტორ გუდსი“ ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ შევძელით სწრაფი რეაგირება და დავეხმარეთ კომპანიას არსებული სირთულეების დაძლევისა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის საქმეში, რასაც კომპანიამ ეფექტიანად მიაღწია“ – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„დოქტირ გუდსი“ წარმოების გაფართოებას გეგმავს და კორონავირუსის გამო სამსახურდაკარგულებს დაასაქმებს.

"რვა ახალი თანამშრომელი უკვე დავასაქმეთ და მზად ვართ გაცილებით მეტიც მივიღოთ. გარდა ამისა, წარმოების ხაზსაც ვაფართოებთ და უკვე სამედიცინო პირბადეების წარმოებასაც ვიწყებთ. ჩვენი კომპანია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და იმედი გვაქვს, რომ ამ კრიზისის დაძლევის შემდეგ, ტანსაცმლის მწარმოებელთა კლასტერში გაწევრიანების გზით ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მოპოვების შესაძლებლობაც მოგვეცემა.“ - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა ხადურმა.

კომპანია „დოქტორ გუდსი“ საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს და მის სპეციალიზაციას სამედიცინო პროცედურებისთვის და პოსტოპერაციული მოვლისთვის ერთჯერადი სტერილური და არასტერილური ტექსტილის წარმოება წარმოადგენს, მ.შ. ყველა ტიპის სამედიცინო თეთრეულის ნაკრებები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system