თავში

საქართველოში 47 ღია აგრობაზარი მუშაობს

საქართველოში 47 ღია აგრობაზარი მუშაობს
საქართველოში 47 ღია აგრობაზარი მუშაობს

საქართველოს რეგიონებში დღეისთვის 47 ბაზარი მუშაობს. 

ამის შესახებ report.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

ბაზრების გახსნას შესაბამისი რეკომენდაციები სეს-მა გაუწია.

„ჩვენი ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს როგორც ამ გახსნილ 47 ბაზარში, ასევე იმ დარჩენილ ბაზრებში, რომელთაც ჯერჯერობით ჩვენთვის არ მოუმართავთ და დარჩენილი აქვთ რეკომენდაციების შესრულების ნაწილი. ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჯანდაცვის რეკომენდაციებზეა დაყრდნობილი და მნიშვნელოვანია, სოციალური დისტანციის დაცვა, როგორც მომხმარებლებში, ასევე მოვაჭრეებში, მოვაჭრეები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადეებით, ხელთათმანებით, მათ სამუშაოს დაწყებამდე გავლილი უნდა ჰქონდეთ თერმოსკრინინგი. ეს ყველაფერი ჩანაწერების სახით უნდა იყოს დაფიქსირებული დირექციის მიერ “, – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით სულ 80 აგრარული ბაზარია რეგისტრირებული.

აგრარული ბაზრების ფუნქციონირება 27 აპრილიდანაა ნებადართული.

აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდ მიზნით, 6-7 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა, რის გამოც შემოსავლის გარეშე დარჩა ბაზრობებზე დასაქმებული 45 ათასზე მეტი ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system