თავში

საქართველოში 5 291 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

საქართველოში 5 291 ახალი საწარმო დარეგისტრირდა
საქართველოში 5 291 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

მარტში 5 291 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებელებიდან. ოფიციალური სტატისტიკით, დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვამ მარტში 7,906 მლრდ ლარი იყო, წლიური ზრდა 21,5%-ს უტოლდება.  118%-ითაა გაზრდილი ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელიც, ანუ მარტში დარეგისტრირებულია 5 291 ახალი საწარმო.

ცნობისთვის, 2020 წლის მარტში ქვეყანაში 2 426 ახალი საწარმო დარეგისტრიდა. ცნობისთვის 2020 წლის მარტში საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა და საწარმოთა რეგისტრირების მაჩვენებელი წლიურად 48%-ით შემცირდა. დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 2020 წლის მარტში 6,3 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system