თავში

საქართველოში ამინდის პროგნოზირების სისტემა გაუმჯობესდება

საქართველოში ამინდის პროგნოზირების სისტემა გაუმჯობესდება
საქართველოში ამინდის პროგნოზირების სისტემა გაუმჯობესდება

საქართველოში ამინდის პროგნოზირების სისტემა გაუმჯობესდება. ამის შესახებ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. 

„საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ გულისხმობს, რომ საქართველო ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრში გაერთიანდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კლიმატის ცვლილებების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიური პროცესების წინასწარი და უკეთესი პროგნოზირება, რათა დროული და სრულყოფილი ინფორმაცია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system