თავში

საქართველოში ამჟამად 442,571 ვადაგადაცილებული მსესხებელია

საქართველოში ამჟამად 442,571 ვადაგადაცილებული მსესხებელია
საქართველოში ამჟამად 442,571 ვადაგადაცილებული მსესხებელია

როვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ კობა ნაყოფიასთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოს ბანკებსა და მისო-ებში ვადაგადაცილებულ მსესხებელთა რაოდენობა გაზრდილია.

2020 წლის იანვარში, "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემთა ბაზაში ვადაგადაცილებულ მსხესხებლად სულ 396,282 ადამიანი იყო აღრიცხული. ეკონომიკური კრიზისისა და ლოქდაუნის გამოცხადების პარალელურად კი ეს მაჩვენებელი 31 აგვისტოს მდგომარეობით 448,821-მდე გაიზარდა, 30 სექტემბრის მდგომარეობით კი სიაში 442,571 მსესხებელი იყო აღრიცხული. 

ეროვნული ბანკის ცნობით, ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების ზომა, აგვისტოს მდგომარეობით, 559.9 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაციელბული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტია. 

მართალია, ამჟამად მთლიან საკრედიტო პორტფელთან მიმართებით ვადაგადაცილებული სესხები დაბალ ნიშნულზეა, თუმცა, სპეციალისტები მომავალში უმოქმედო სესხების მოცულობის ზრდას ელიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system