თავში

საქართველოში არსებული 90 ბაზრიდან 64 უკვე გაიხსნა

საქართველოში არსებული 90 ბაზრიდან 64 უკვე გაიხსნა
საქართველოში არსებული 90 ბაზრიდან 64 უკვე გაიხსნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 10 მაისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 64 უკვე გაიხსნა. 

ამის შესახებ report.ge-ს სააგენტოდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ბაზრების გახსნას წინ უძღოდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ბაზრების ადმინისტრაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით განახორციელა.

საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებში ჩატარდა მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოები, მოხდა ძველი დახლების დემონტაჟი და ნარჩენების გატანა, დამონტაჟდა დეზობარიერები და ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, კონტროლდება პერსონალის და მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვა და სოციალური დისტანციის დაცვა. 

"ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესების და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. აგრეთვე , სააგენტოს ზედამხედველობით, რამდენიმე აგრარულ ბაზარაში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს,"- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება 27 აპრილიდანაა ნებადართული.

აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდ მიზნით, 6-7 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა, რის გამოც შემოსავლის გარეშე დარჩა ბაზრობებზე დასაქმებული 45 ათასზე მეტი ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system