თავში

საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების რიცხვი 27,3 ჯერ შემცირდა

საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების რიცხვი 27,3 – ჯერ შემცირდა
საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების რიცხვი 27,3  ჯერ შემცირდა

საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების რიცხვი 27,3 ჯერ შემცირდა. ამის შესახებ ირკვევა აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან ქვეყნის საზღვრებს გარეთ გავიდა 111,1 ათასი აზერბაიჯანის მოქალაქე, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,4-ჯერ ნაკლებია. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყნის მოქალაქეთა 45,2% ეწვია თურქეთს, 19,7% - რუსეთს, 9,2% - საქართველოს, 6,9% - ირანს, 19% - სხვა ქვეყნებს.

2021 წლის იანვარ მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანის მოქალაქეთა რიცხვი ირანში 41,6 – ჯერ შემცირდა, საქართველოში - 27,3 – ჯერ, რუსეთში - 8,7 – ჯერ, თურქეთში - 1,8 – ჯერ.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყნის მოქალაქეების 67.5%-მა ისარგებლა საჰაერო ხომალდით, 25.8% -მა იმგზავრა სარკინიგზო და საავტომობილო გზით, ხოლო 6.7% -მა საზღვაო გზით. აზერბაიჯანიდან გამგზავრებულთა 75% მამაკაცია, 25% კი - ქალი. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 11 314 ადამიანი ჩამოვიდა. წელს პირველ კვარტალში აზერბაიჯანელი სტუმრების ოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 250 876 ადამიანით, ანუ 95,7% -ითაა შემცირებული. ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანმა მესამე ადგილი დაიკავა საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით თურქეთის (50 720 ადამიანი) და სომხეთის (15 316 ადამიანი) შემდეგ.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 16,3 ჯერ, ხოლო საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 37,5-ჯერაა შემცირებული. აზერბაიჯანიდან საქართველოს 2021 წლის თებერვალში 3950 ადამიანი ეწვია. ამ ქვეყნიდან შემოსული სტუმრების ოდენობა წლიურ ჭრილში 95.8%-ითაა შემცირებული, ხოლო 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 93.3%-ს უტოლდება.

ოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით საქართველოს აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა თბილისი, მცხეთა, ქუთაისი, წყალტუბო, მარტვილი, სენაკი და შეკვეთილი მოინახულეს. ერთკვირიანი ტურით უცხოელმა ჟურნალისტებმა პრომეთეს მღვიმის, სათაფლიის, ოკაცეს კანიონის, კინჩხას ჩანჩქერის, მარტვილის კანიონის, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის, მცხეთაში არმაზის ციხის, ბაგინეთიდს და ჯვრის მონასტრის დათვალიერება მოახერხეს. ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები და ვიდეო ბლოგები მომზადდება.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2019 წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან ყველაზე ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, აზერბაიჯანიდან საქართველოში 1 526 619 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. აზერბაიჯანელებს მაღალმხარჯველ ტურისტებად განიხილავენ. 2019 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსულმა ვიზიტორმა ერთ ვიზიტზე საშუალოდ 395 ლარი დახარჯა.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა. ორმა ქვეყანამ ერთობლივი ტურისტული სვლა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წლისთვის დაგეგმა. მეზობელ ქვეყნებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნათ მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გადადო. მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მართვადი გახდა, მხარეებმა გეგმა განაახლეს. აზერბაიჯანის ტუროპერატორებს საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნეს.

საქართველოში აზერბაიჯანელი სტუმრების ზრდას ორ ქვეყანას შორის საჰაერო ფრენების გააქტიურების პარალელურად ელიან. 19 მარტიდან Buta Airways–ი კვირაში 3 – ჯერ ასრულებს ფრენებს ბაქო-თბილისის მიმართულებით და საპირისპიროდ. ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენები სრულდება 21 მარტიდანაც. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ავიაკომპანია AZAL განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system