თავში

საქართველოში აზერბაიჯანიდან 114,0 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი შემოვიდა

საქართველოში აზერბაიჯანიდან 114,0 ათასი ტონა
საქართველოში აზერბაიჯანიდან 114,0 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი შემოვიდა

2020 წლის პირველ 7 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან 114,0 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი შემოვიდა. საწვავის ეს მოცულობა მთლიანი იმპორტის 18.7%-ს შეადგენს, რითაც აზერბაიჯანი საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ნუსხაში მეორე ადგილს იჭერს რუსეთის შემდეგ.

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 212,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,0%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 114,0 ათასი ტონა (18,7%), რუმინეთი - 110,3 ათასი ტონა (18,1%), თურქმენეთი - 55,3 ათასი ტონა (9,1%), ბულგარეთი - 46,9 ათასი ტონა (7,7%); ყაზახეთი - 26,2 ათასი ტონა (4,3%), საბერძნეთი - 25,2 ათასი ტონა (4,1%), თურქეთი - 9,6 ათასი ტონა (1,6%), ავსტრია - 2,6 ათასი ტონა (0,4%); სინგაპური - 2,0 ათასი ტონა (0,3%); გაერთ. ემირ. – 2,0 ათასი ტონა (0,3%), შვეიცარია - 1,1 ათასი ტონა (0,2%); ჰონკონგი - 0,3 ათასი ტონა (0,1%).

მიმდინარე წლის ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 110,4 ათასი ტონა, რაც 11,4 ათასი ტონით ანუ 11,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (99,0 ათასი ტონა) შედარებით და 23,4 ათასი ტონით ანუ 26,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (87,0 ათასი ტონა) შედარებით.

მონაცემები report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა მოაწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system