თავში

საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩაის იმპორტი გაიზარდა

საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩაის იმპორტი გაიზარდა
საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩაის იმპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ აზერბაიჯანისგან შეიძინა 259,7 ტონა ჩაი 1 მლნ 594,6 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. საქსტატის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩაის იმპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7 ტონით, ან 3% -ით, გაიზარდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანში საქართველოდან ჩაის ექსპორტს, პირველი ოთხი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში საქართველოდან გავიდა 111,4 ტონა ჩაი, რომლის საერთო ღირებულება 759,6 ათასი აშშ დოლარია. სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ აზერბაიჯანში ჩაის ექსპორტი მცირედით, 0,1 ტონით, გაზარდა.

შეგახსენებთ,  ჩაის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად FAO-ს და EBRD-ის მიერ მხარდაჭერილ ვირტუალურ მრგვალ მაგიდაზე  საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩაის წარმოების ისტორია მიმოიხილეს და ამ ქვეყნებში ჩაის წარმოების პოტენციალიც შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ქვეყნებს ჩაით სწორედ საქართველო და აზერბაიჯანი ამარაგებდნენ. აზერბაიჯანი და საქართველო უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი რეგიონის ნაწილია. გასული საუკუნის 80-იან წლებში, ორივე ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირის უდიდეს ნაწილს ამარაგებდა ჩაით. იმ დროისთვის, საბჭოთა კავშირი მსოფლიოში რიგით მეოთხე ადგილს იკავებდა ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, ინდოეთის, ჩინეთისა და შრი-ლანკას შემდეგ. საბჭოთა კავშირის დაშლამ ორივე ქვეყნის ჩაის სექტორი ჩამოშალა. დღეს აზერბაიჯანი და საქართველო ერთად აწარმოებს  3000 ტონა ჩაის, რაც გლობალური ჩაის წარმოების 0,05 პროცენტია, თუმცა ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული და აზერბაიჯანული ჩაისადმი ინტერესი იზრდება. კვლევამ აჩვენა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ქართულ და აზერბაიჯანულ ჩაის უპირატესობას ანიჭებენ.

ბოლო წლების განმავლობაში, ორივე ქვეყნის მთავრობამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ჩაის სექტორის ასაღორძინებლად. 2018 წელს, აზერბაიჯანში დამტკიცდა განვითარების პროგრამა, რომლის თანახმადაც 2027 წლისთვის ჩაის პლანტაციების რაოდენობა 3000 ჰექტარამდე და წლიური წარმოება 8500 ტონამდე გაიზრდება - რაც რვაჯერ მეტია 2018 წელთან შედარებით, ხოლო საქართველომ 2016 წელს  შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 7000 ჰექტარზე არსებული და მიტოვებული პლანტაციის რეაბილიტაციას, უახლოესი წლების განმავლობაში.

კვლევებით დადგენილია ქართული და აზერბაიჯანული ჩაის უნიკალური თვისებებიც: აზერბაიჯანული და ქართული ჩაი გამოირჩევა უნიკალური თვისებებით, რაც განპირობებულია ჩაის წარმოების რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობითა და კასპიისა და შავი ზღვის სანაპიროებისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობებით. აქაურ ჩაის ნაყენს აქვს გამჭირვალე შეფერილობა და მისი წარმოება შესაძლებელია თითქმის ნულოვანი ქიმიკატების გამოყენებით, რაც ქმნის ორგანული პროდუქტის წარმოების საინტერესო შესაძლებლობებს ორივე ქვეყანაში. საერთაშორისო ბაზარზე ქართულ და აზერბაიჯანულ ჩაის უპირატესობას ანიჭებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობასა და ეკოლოგიას.

აზერბაიჯანელი ხალხი ჩაის მაღალი მოხმარებით გამოირჩევა, ერთ სულ მოსახლეზე 2 კილოგრამზე მეტ ჩაის მოიხმარენ და ამით ადგილს იკავებენ ისეთ წამყვან ჩაის მომხმარებელ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და მაროკო.

როგორც FAO-ს საინვესტიციო ცენტრის დირექტორმის შეფასებით, მდგრადი და პერსპექტიული მიდგომა, პოტენციური რისკების გათვალისწინებით, მათ შორის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, არის მთავარი ფაქტორი აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩაის სექტორების წარმატებული განვითარებისათვის. როგორც წესი, ტემპერატურის და ნალექების მატება იწვევს ახალი მავნებლების გავრცელებას, რაც ქმნის პესტიციდების გამოყენების და ნიადაგის მორწყვის აუცილებლობას, რისი საჭიროებაც ამჟამად არ დგას.

"როგორც ახლახანს გამოქვეყნებული FAO-EBRD-ს კვლევებიდან ჩანს, ქართული და აზერბაიჯანული ჩაის მწარმოებლებს აქვთ პოტენციალი ისარგებლონ უკვე არსებული დადებითი რეპუტაციით, რომელიც აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მეზობელ ქვეყნებში, შესაბამისად, სათანადო მხარდაჭერით, დაიკავონ მეტი სივრცე საერთაშორისო ბაზარზე“,- აღნიშნავენ FAO-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system