თავში

საქართველოში აზერბაიჯანიდან ინვესტიციები შემცირდა

საქართველოში აზერბაიჯანიდან ინვესტიციები შემცირდა
საქართველოში აზერბაიჯანიდან ინვესტიციები შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს აზერბაიჯანელმა ინვესტორებმა საქართველოდან გაიტანეს  30,8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები. შარშან აზერბაიჯანის მიერ საქართველოდან გატანილი ინვესტიციების უმეტესობა, 13,9 მლნ. დოლარი, პირველ კვარტალზე მოდის.

2018 წელს აზერბაიჯანმა საქართველოს ეკონომიკაში 246,4 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, ხოლო 2019 წელს მეზობელი ქვეყნიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით შემოვიდა 35,8 მილიონი დოლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ის) წევრი ქვეყნებიდან ჯამში შარშან საქართველოში შემოსულია 20,1 მილიონი აშშ დოლარის FDI. მათგან ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელებულია რუსეთიდან (25.5 მლნ. დოლარი), უკრაინიდან (11. 8 მლნ. დოლარი) და სომხეთიდან (6.7 მლნ დოლარი). 

2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია პანდემიურ წელს დიდი ბრიტანეთის ინვესტორებმა ჩადეს. ბრიტანეთიდან შემოსული ინვესტიციების შარშანდელი ჯამი $307 მილიონი დოლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system