თავში

საქართველოში ბიტუმის იმპორტის 84,6%-ი აზერბაიჯანულია

საქართველოში ბიტუმის იმპორტის 84,6%-ი აზერბაიჯანულია
საქართველოში ბიტუმის იმპორტის 84,6%-ი აზერბაიჯანულია

2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში განხორციელებული სანავთობო ბიტუმის იმპორტის 84,6%, ანუ 4,4 ათასი ტონა ბიტუმი აზერბაიჯანულია, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველომ ერაყისგან იყიდა 0,8 ათასი ტონა ბიტუმი, რაც მთლიანი იმპორტის 15,4%-ია. ამის შესახებ report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს.

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 5,2 ათასი ტონა, რაც 2,5 ათასი ტონით ანუ 32,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,7 ათასი ტონა) შედარებით.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ბიტუმის მოხმარების კლება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან. ქვეყანაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 2020 წელსაც იკლო.

ცნობისთვის, ბოლო 7 წლის განმავლობაში ირანული წარმოების ბიტუმის წილი საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად იზრდებოდა: 2012 წელს ირანიდან 72 000 ტონა ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, 2019 წელს იმპორტის მოცულობა 146 000 ტონას გაუტოლდა, ღირებულებამ კი 49 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2019 წელს საქართველოში თითქმის 170 000 ათასი ტონა იმპორტირებული ბიტუმიდან 86% სწორედ ირანზე მოდიოდა, 8% ერაყზე და 5,6% – აზერბაიჯანზე. სიტუაცია ბიტუმის ბაზარზე კარდინალურად შეიცვალა 2020 წელს, როცა საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა, ანუ  საქართველოს ბაზარზე ირანული ბიტუმი აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა. შარშან საქართველოში 128,7 ათასი ტონა ბიტუმის იმპორტი შემოვიდა, ბაზრის 60% -ზე მეტი -82 ათასი ტონა ბიტუმი აზერბაიჯანულია. აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი 82 199 ტონა ბიტუმის 91% „სოკარის“ წილია. შარშან ერაყიდან 26 ათასი ტონა ბიტუმი შემოვიდა, რუსეთიდან 7 ათასი ტონა, თურქეთიდან 2 400 ტონა. ირანიდან ბიტუმის იმპორტი წლიურ ჭრილში, 2019-2020 წლებში, 146 ათასი ტონიდან 9100 ტონამდე შემცირდა.

აზერბაიჯანმა 10 266 000 ტონა ნავთობის ბიტუმი დააექსპორტა. ექსპორტირებული აზერბაიჯანული ბიტუმის ღირებულება მილიონ 712 ათასი აშშ დოლარს გაუტოლდა. ნავთობის ბიტუმის წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 0.06% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system