თავში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები სტაბილურია

საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები სტაბილურია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები სტაბილურია

საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია - ასეთი შეფასება აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშში, სადაც ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის მიმართულებებით. დადებით კონტექსტში არის ნახსენები მთავრობის მიერ გატარებული შემდეგი რეფორმები: საგადასახადო კოდექსში ცვლილებები (ესტონური მოდელი), საპენსიო რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ასევე, მართლმსაჯულების რეფორმა. დადებითად არის ნახსენები მთავრობის მიერ მიღწეული პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, თუმცა აქვე, აღნიშნულია რომ გამოწვევად რჩება ე.წ. ელიტარული კორუფცია.

საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესწავლის შემდეგ ამერიკელი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანა რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, თუმცა არსებობს გამოწვევებიც.

„საერთო ჯამში, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია. თუმცა, ზოგიერთმა კომპანიამ გამოთქვა ნდობის მზარდი ნაკლებობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, კომერციული საქმეების კომპეტენტურად, დროულად ან დამოუკიდებლად განხილვის თვალსაზრისით. ზოგიერთი ბიზნეს დავები სასამართლო სისტემაში წლების მანძილზე ჭიანურდება. სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განხორციელების ნაკლოვანებებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას, ეკონომიკური კანონმდებლობის შერჩევით აღსრულებას და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების მოგვარების სირთულეებს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც კარგი ადგილი ბიზნესის კეთებისათვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში საინვესტიციო კლიმატის შესახებ, მოიცავს 170 ქვეყანაში არსებული, საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას, რომელიც მომზადებულია შეერთებული შტატების ადგილობრივი საელჩოების ეკონომიკური ოფიცრების მიერ. ისინი აანალიზებენ იმ ქვეყნების ეკონომიკებს, რომლებიც არიან ამერიკული ინვესტიციების მიმღებნი ან აქვთ პოტენციალი, რომ მათით დაინტერესდნენ ამერიკული კომპანიები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system