თავში

საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია

საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა -
საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიარდა.

სემეკის მონაცემებით, ზრდა ძირითადად შეეხო საყოფაცხოვრებო და თბოსადგურების მოხმარებას.

"2019 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 2 503 მლნ კუბ.მ. შეადგინა, რაც 15 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. სულ იმპორტით დაკმაყოფილდა ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.8%, დანარჩენი კი – ადგილობრივი მოპოვებით,“-აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 93% -ს. 

ცნობისთვის, საქართველო ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რომელიც 2019 წელს 15 პროცენტით აღემატებოდა გასული წლის მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system