თავში

საქართველოში ჩირის იმპორტი შემცირდა

საქართველოში ჩირის იმპორტი შემცირდა

2020 წელს საქართველოში ჩირის იმპორტი შემცირდა, ხოლო ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ 792.5 ათასი დოლარის ღირებულების 400.2 ტონა შავი ქლიავის, გარგარის და ვაშლის ჩირი იყიდა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 23.2%-ით ნაკლებია. 2021 წელს იმპორტირებული 63.4 ტონა ხილის ჩირის ღირებულება 135.0 ათას დოლარს გაუტოლდა. იანვარ-თებერვალში ჩირი საქართველომ ირანიდან 46.1 ათასი დოლარის, უზბეკეთიდან 38.9 ათასი დოლარის, ხოლო თურქეთიდან 33.9 ათასი დოლარი შემოიტანა.

საქსტატის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ჩირის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები თურქეთი, უზბეკეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო:
1. თურქეთი - 453.5 ათასი დოლარი, 173.9 ტონა;
2. უზბეკეთი - 189.6 ათასი დოლარი, 173.2 ტონა;
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 50.2 ათასი დოლარი, 8.5 ტონა;
4. ირანი - 38.8 ათასი დოლარი, 24.2 ტონა;
5. გერმანია - 18.9 ათასი დოლარი, 1.8 ტონა;
6. უკრაინა - 16.3 ათასი დოლარი, 14.4 ტონა;


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system