თავში

საქართველოში დაზღვეული მოსავლის ღირებულება 159 მლნ ლარს აღემატება

საქართველოში დაზღვეული მოსავლის ღირებულება 159 მლნ ლარს აღემატება
საქართველოში დაზღვეული მოსავლის ღირებულება 159 მლნ ლარს აღემატება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 11 სექტემბრის მონაცემებით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,000-მდე პოლისი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 %-ით მეტია. 

უწყების ინფორმაციით, დაზღვეულია 20,000 ჰექტრამდე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49 %-ით მეტია. 

დაზღვეული მოსავლის ღირებულება 159 მლნ ლარს აღემატება.

შეგახსენებთ, რომ აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

2020 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული იყო 14,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეული მიწის ფართობის მოცულობა 15 ჰა-ს შეადგენდა, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულება 134 მილიონ ლარს აღემატება.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფუნქციონირებს. დღემდე, პროგრამის მიმდინარეობის 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system