თავში

საქართველოში დაზღვეულია 20,000 ჰექტრამდე მიწის ფართობი

საქართველოში დაზღვეულია 20,000 ჰექტრამდე მიწის ფართობი
საქართველოში დაზღვეულია 20,000 ჰექტრამდე მიწის ფართობი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის 25 სექტემბრის მონაცემებით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 20,000 ჰექტრამდე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 159 მლნ ლარს აღემატება. 

ციფრების ზრდის მიუხედავად, აგროსპეციალისტები თვლიან, რომ აგროდაზღვევა საქართველოში კვლავ დაბალ დონეზეა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის პროგრამით კმაყოფილია, თუმცა მის ნაკლოვანებებსაც აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ სრული დაზღვევა და სრული დაფარვა იქნება. მისივე თქმით, ზოგადად მსოფლიოში აგროდაზღვევის ერთი წარმატებული და განსაკუთრებული მოდელი არ არსებობს. 

„არის შედარებით წარმატებული აგროდაზღვევის სქემები ესპანეთში, თურქეთში, აშშ-ში საინტერესოა ჰიბრიდული მოდელი. ზოგადად, ეს აგროდაზღღვევა რთული და გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის. საქართველომ შეძლო მეტნაკლებად მოქნილი მოდელის შექმნა, რომელიც ერთის მხრივ, კერძო სადაზღვევო კომპანიების პროდუქტის განვითარებას უწყობს ხელს და არ შედის სახელმწიფო კონკურენციაში და მეორეს მხრივ, დაცული უნდა იყოს ჩვენი ფერმერების უფლებები. მე არ ვამბობ, რომ ეს იდეალურია. 2014 წლიდან დღემდე ვითარდება, ყოველ წელს ხდება პირობების დახვეწა. აგროდაზღვევა იმ სქემით, რომელსაც ჩვენ ვთავზობთ ფერმერებს და შეფასებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთ-ერთ საინტერესო და კარგ მოდელად,“- ამბობს ლევან დავითაშვილი.

შეგახსენებთ, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფუნქციონირებს. დღემდე, პროგრამის მიმდინარეობის 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system