თავში

საქართველოში დენის იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანია

საქართველოში დენის იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანია
საქართველოში დენის იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანია

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, ესკოს, მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც ქვეყანას 64.5 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა

შარშან საქართველომ ელექტროენერგია სულ სამი ქვეყნიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, შეიძინა.

2020 წელს საქართველომ ყველაზე მეტი დენი აზერბაიჯანისგან იყიდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ს უტოლდება.

ყველაზე მაღალი ტარიფის გადახდა საქართველოს სწორედ აზერბაიჯანულ დენში უწევს. კილოვატ საათი დენის აზერბაიჯანული იმპორტის საქართველოს 5 ცენტი უჯდება. აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შარშანდელ იმპორტში საქართველომ ჯამში 36,397,260 დოლარი გადაიხადა.

კილოვატ საათი თურქული ელექტროენერგიის იმპორტში საქართველომ შარშან 3 ცენტი გადაიხადა. ამ ქვეყნიდან საქართველომ შარშან ჯამში 313,100,000 კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც ჯამში 13,564,140 აშშ დოლარი დაჯდა.

შარშან საქართველომ რუსეთისგან ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3 ცენტად შეიძინა. ქვეყანამ გასულ წელს ჩრდილო მეზობლისგან ჯამში 570,600,000 კილოვატ საათი დენი იყიდა, რაშიც 14,553,200 დოლარი გადაიხადა.

2020 წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 36%-ით შემცირდა და 154 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. საქართველომ დენი 3.8 ცენტად გაყიდა. ჯამში შარშან ელექტროენერგიის ექსპორტით 5.8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც იმპორტის ხარჯს 11-ჯერ ჩამორჩება. 2020 წელს საქართველოს დენის იმპორტი ჯამში 64.5 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა. თუ იმპორტში დახარჯულ 64.5 მლნ. დოლარს გამოვაკლებთ ექსპორტით მიღებულ 5.8 მილიონ დოლარს, მივიღებთ 58.7 დოლარს, - სწორედ ამდენით იზარალა საქართველომ 2020 წელს დენით ვაჭრობის სეგმენტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system