თავში

Emerging Europe: საქართველოში დიდებული ეკოსისტემის სამომავლო ინფრასტრუქტურა იქმნება

საქართველოში დიდებული ეკოსისტემის სამომავლო ინფრასტრუქტურა იქმნება
Emerging Europe: საქართველოში დიდებული ეკოსისტემის სამომავლო ინფრასტრუქტურა იქმნება

Emerging Europe აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით "საქართველოს ბიზნეს წამოწყებები მზად არიან ინვესტიციებისთვის. ინვესტორების მოქმედების დრო დგება“.

გამოცემის შეფასებით, საქართველოში ჭარბად არსებობს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებას უწყობს ხელს, მაგ. ახალი ბიზნეს ცენტრები და საერთო სამუშაო სივრცეები.

სტატიის ავტორი შენიშნავს, რომ „თბილისის მერიისა და ტექნოპარკის მხარდაჭერით მოქმედებენ „ფაბრიკა“, „იმპაქტ ჰაბი“ და „სპარკი“. კიდევ ერთი ასეთი საერთო სამუშაო სივრცე მალე გაიხსნება კახეთში.

"ფიქსირებული და მობილური ინტერნეტ კავშირი დიდებულია! სტაბილურიცაა და შედარებით იაფიც. ამიტომ, არც არის გასაკვირი, რომ ბიზნეს წამოწყებების სეგმენტი ყვავის ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Startups-ის მიერ შეიქმნა რეგიონული აქსელერატორი სახელწოდებით 500Georgia. პროგრამა აქცენტს აკეთებს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნეს წამოწყებების ადრეულ ეტაპზე, რის გამოც მენტორები მიავლინა ქვეყანაში მიმდინარე წლის შემოდგომის დასაწყისში. ბევრი მათგანი შეერთებული შტატებიდან გაემგზავრა პირველი ნაკადის გადამზადების მიზნით. 500Georgia ამჟამად საჯარო კონკურს აცხადებს მეორე ნაკადის დასაკომპლექტებლად, ხოლო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე გამოაცხადა ბიზნეს წამოწყებების ახალი სია, რომლებმაც სათითაოდ მიიღებს 100 000 ლარს კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გარეშე.

არსებობს ასევე საქართველოს ტექნოლოგიური ბიზნეს წამოწყებების ვარსკვლავთა კვირეული, რომელიც ორიოდე კვირის წინ გაიმართა და თავი მოუყარა ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ProductTank, UG Startup Factory Pre-Acceleration Program, Fuckup Nights, Slack Platform Community Tbilisi Chapter Meetup, NASA Space Apps Challenge და Seedstars Tbilisi. ამასობაში Startup Touch არის საქართველოს ბიზნეს წამოწყებების და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენისკენ მიმართული კონფერენცია და პროგრამული უზრუნველყოფა გლობალური ინვესტორებისთვის, რომელიც ამავდროულად აღმოსავლეთ ევროპის მთელს რეგიონს იწვევს ონლაინ რეჟიმში შემოერთებისკენ. მას მხარს უჭერს საჯარო სექტორი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით და კერძო სექტორი (საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის, კავშირგაბმულობის ერთერთი უმსხვილესი კომპანია, საერთო სამუშაო სივრცე „ტერმინალი“). ეს თემები - ადგილობრივი და გლობალური კომპანიების წარმომადგენლობები, უნივერსიტეტების ბაზაზე მომუშავე ბიზნეს ინკუბატორებთან ერთად, ქმნიან დიდებული ეკოსისტემის სამომავლო ინფრასტრუქტურას”,- ნათქვამია სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system