თავში

საქართველოში ეკონომიკის 10.7%-იან შემცირებას პროგნოზირებენ

საქართველოში ეკონომიკის 10.7%-იან შემცირებას პროგნოზირებენ
საქართველოში ეკონომიკის 10.7%-იან შემცირებას პროგნოზირებენ

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მეორე კვარტალში ეკონომიკის 10.7%-იან შემცირებას ელოდება. 

როგორც ეკონომიკური ზრდის კვარტალური ზრდის პროგნოზშია აღნიშნული, მშპ-ის მოსალოდნელ ზრდას განსაზღვრავს წმინდა ექსპორტის (+4.1%) და აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) (-14.8%) კომპონენტები.

საბიუჯეტო ოფისი განმარტავს, რომ მშპ-ის მოსალოდნელი კლება გამოწვეულია COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკებისაგან.

მათი ცნობით, ერთი მხრივ, მოსახლეობის თვითიზოლაცია და სხვადასხვა ტიპის აკრძალვები განაპირობებენ ერთობლივი მოთხოვნის ძლიერ შემცირებას, მეორეს მხრივ სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება და ინვესტიციების შემცირება ეკონომიკაში განაპირობებენ ძლიერი მიწოდების შოკს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ვარაუდით, მეორე კვარტალში ტურიზმის მოცულობა თითქმის განულდება, თუმცა ამავე დროს განულდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რიცხვიც.

მათივე პროგნოზით, მკვეთრად შემცირდება კერძო ინვესტიციები, რომლებიც მთავრობის საინვესტიციო აქტივობების მიუხედავად მნიშვნელოვნად განაპირობებენმთლიანი ინვესტიციების შემცირებას და ეკონომკური აქტივობის აღნიშნულ უარყოფით ტემპს.

ოფისის ვარაუდით, მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე შემცირდება კერძო მოხმარების მოცულობა, განსაკუთრებით არასასურსათო პროდუქტებზე და მომსახურების სექტორში.

მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი კლების პარალელურად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს საქონლით ვაჭრობის მკვეთრ კლებას. 

ოფისის ვარაუდით, შემცირებული მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად, კი საქონლის იმპორტის რაოდენობაც შემცირდება, რასაც თან ერთვის ნავთობის ფასების შემცირებით გამოწვეული ფასისმიერი კლების ეფექტიც ენერგომატარებლების იმპორტზე.შემცირდება ექსპორტიც.

"იმპორტის მოცულობა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე ექსპორტი და წმინდა ექსპორტის კომპონენტი +4.1%-ული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად შემცირდება (განსაკუთრებით კერძო ინვესტიციების შემცირების გამო) და მშპ-ს ცვლილებას -14.8 %-ული პუნქტით განაპირობებს”,- განმარტებულია საბიუჯეტო ოფისის პროგნოზში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system