თავში

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბალანსიდან ირკვევა, რომ 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა და 12.17 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. მოხმარების კლებას სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ.

2021 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს ელექტროენერგიის მოხმარება 12,923 მლრდ კვტ.სთ იქნება. მათ შორის, 650.8 მლნ კვტ.სთ სავარაუდოდ, ექსპორტზე გავა, ხოლო 2,699 მლრდ აფხაზეთისთვის იქნება მიწოდებული.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის შესუსტებას. ეკონომიკის ზრდის პარალელურად, როგორც წესი, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system