თავში

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და გენერაცია მცირდება

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და გენერაცია მცირდება
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და გენერაცია მცირდება

ელექტრო ენერგიის მოხმარება 6.6%-ით შემცირდა 2020 წლის 8 თვეში და მოსალოდნელია დაახ. 6%-ით შემცირდეს 2020 წელს. ეს მაჩვენებელი გაზდილის 2%-ზე მეტად, წინა პროგნოზთან შედარებით.

ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, გენერაცია წლიურ ჭრილში 8.1%-ით შემცირდა 2020 წლის 8 თვეში: თბოსადგურების გენერაცია 10.0%-ით შემცირდა და ჰიდროსადგურები 7.8%-ით, ანალოგიურ პერიოდში.

რაც შეეხება, ექსპორტს, წლიურ ჭრილში ექსპორტი 37%-ით არის შემცირებული 2020 წლის 8 თვეში, საექსპორტო ბაზრებზე შემცირებული მოთხოვნიდან გამომდინარე.

"მოსალოდნელია იმპორტის დაახ. 12%-ით კლება წლიურად. იმპორტი წ/წ არ შეცვლილა 2020 წლის 8 თვეში. მკვეთრად გაიზარდა იან-თებ პერიოდში და დაბალანსდა შემდეგ პერიოდებში. ელექტროენერგიის საბალანსო ფასი 2020 წლის 8 თვეში საშუალოდ 25%-ით მაღალია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეგულირებული ჰესების დაბალმა გენერაციამ გაზარდა საბალანსო ფასი, რაც შესაძლებლობაა სხვა ბაზრის მონაწილეებისათვის," - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system