თავში

საქართველოში ელექტრონული სიგარეტი შესაძლოა აიკრძალოს

საქართველოში ელექტრონული სიგარეტი შესაძლოა აიკრძალოს
საქართველოში ელექტრონული სიგარეტი შესაძლოა აიკრძალოს

ელექტრონული სიგარეტი, როგორც ტრადიციული თამბაქოს, ნაკლებ საზიანო ალტერნატივა, ძალიან პოპულარულია საქართველოში. მსოფლიო ბაზარზე, მისი გამოჩენის პირველ ხანებში, სარეკლამო, საკომუნიკაციო მესიჯები, ძირითადად პროდუქტის უვნებლობაზე მიუთითებდნენ. რადგან უვნებელ საშუალებად პოზიციონირდებოდა, მოწევა დასაშვებად მიიჩნეოდა, ისეთ ადგილებში, სადაც ტრადიციული სიგარეტის მოხმარება აკრძალულია. 

საქართველოში უკვე მოქმედი თამბაქოს ახალი რეგულაციებით, ელექტრონული სიგარეტი კონტროლის იგივე მექანიზმებს დაექვემდებარა, რასაც ჩვეულებრივი თამბაქო. შესაძლოა, რეგულაციის ეს ფორმა, საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციები, ელექტრონულ სიგარეტს მომაკვდინებელ საფრთხეს უწოდებენ. ცალკეული კვლევები აჩვენებს, რომ მისი მოხმარება, არა თუ უსაფრთხოა, იწვევს გამოუსწორებელ ზიანს და დაავადების იმ ფორმას, რომელსაც ჯერ სახელიც კი არ აქვს. ა

შშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გააქტიურა, სწრაფი რეაგირების ცენტრის მუშაობა ელ. სიგარეტებისა და ვაპოვაიზერების შედეგად დამდგარი სავალალო შედეგების შესწავლისა და მათზე რეაგირების მიზნით. მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში უკვე აკრძალულია ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა. მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ეგიდით, ელექტრონული სიგარეტების გაყიდვაზე უარს ამბობს, ამერიკული სავაჭრო გიგანტი, კომპანია walmart-ი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 12 ათასამდე ფილიალს ფლობს. 

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, ელექტრონული სიგარეტისგან მომდინარე საფრთხეების ასაცილებლად არასაკმარისად მიაჩნია, თამბაქოს კონტროლის ალიანსს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა report.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მათ უკვე მიმართეს საქართველოს პარლამენტს, ელექტრონული სიგარეტის აკრძალის მოთხოვნით და ახლა შესაბამისი რეაგირების იმედი აქვთ. 

"ჩვენ თვალს ვადევნებთ მსოფლიოს ქვეყნების პრაქტიკას და ვფლობთ ინფორმაციას, ელექტრონული სიგარეტის მავნებლობის შესახებ. გვაქვს სოციალურ ქსელში ჯგუფი, საიდანაც ვცდილობთ მოსახლეობის ინფორმირება მოვახდინოთ. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ 20-21 წლის ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლის ფილტვები, 91 წლის მწეველის მილევად ორგანოს ჰგავს, რომელიც იმდენად არის დაზიანებული, რომ ელასტიურობაც დაკარგული აქვს და ჟანგბადის არა თუ გადაცემას, ჰაერით შევსებასაც ვერ ახერხებს. ბევრმა ქვეყანამ, ელექტრონულ სიგარეტს სასიკვდილო საფრთხის გამო უარი უთხრა, ველოდებით საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ქმედით ნაბიჯებს," - გვითხრა გიორგი მაღრაძემ. 

ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში, ინდოეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის უახლოეს პერიოდში სრულად აკრძალავს ელექტრო სიგარეტების წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას, გამომდინარე იმ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისაგან, რაც ამ პროდუქტის მოწევასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას, გადამჭრელი დასკვნა ჯერ არ აქვს, თუმცა, ჯანმრთელობის ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნო, მოუწოდებს ქვეყნებს მკაცრად დაარეგულირონ ელექტრონული და გახურებადი სიგარეტის გამოყენება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system