თავში

საქართველოში ემისიების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკაზე მოდის

საქართველოში ემისიების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკაზე მოდის
საქართველოში ემისიების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკაზე მოდის

საქართველოს ემისიები ნახშირორჟანგის ექვივალენტში წელიწადში 17.6 მლნ ტონას შეადგენს (2.37 ტონა ერთ სულ მოსახლეზე), რაც სათბურის გაზების გლობალური ემისიების დაახლოებით 0.03 პროცენტია. 

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგებლობიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, საქართველოში ემისიების ყველაზე დიდი წილი (62 პროცენტი) ენერგეტიკის სექტორზე მოდის, რომელსაც სოფლის მეურნეობა (19 პროცენტი), წარმოება და ინდუსტრია (12 პროცენტი) და ნარჩენების სექტორი (7 პროცენტი) მოჰყვება.

საქართველომ დაბალემისიური განვითარების ეროვნულ სტრატეგიის შემუშავება 2020 წელს დაიწყო და 2021 წლის აგვისტოში დაასრულებს. 

დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობა მას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს წარუდგენს. 

2020 წლის ბოლოსთვის საქართველო განაახლებს პარიზის შეთანხმების ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტს, რომელშიც დასახული იქნება ქვეყნის ახალი ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის ემისიების უპირობო შემცირება 35 პროცენტით 1990 წლის დონესთან შედარებით.

შეგახსენებთ ევროკავშირის პროგრამა EU4Climate ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივაა, რომელსაც ექვსივე ქვეყანაში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. პროგრამა EU4Climate 2019 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 8.8 მილიონ ევროს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system