თავში

საქართველოში ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობა ევროპულს ბევრად ჩამორჩება

საქართველოში ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობა
საქართველოში ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობა ევროპულს ბევრად ჩამორჩება

საქართველოში ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობა ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებისას.

ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში სიმინდის მოსავლიანობა  1 ჰექტარზე  2.8ტონაა მაშინ, როცა ევროპაში ის 15 ტონას უტოლდება.

1 ჰეტარზე საქართველოში 2.3 ტონა ხორბალი მოჰყავთ, ევროპაში კი 9 ტონა.

კარტოფილის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე საქართველოში 11.6 ტონას უტოლდება მაშინ როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი 45 ტონაა.

პომიდვრის მოსავლიანობა 1 ჰექტარ მიწაზე საქართველოში 13 ტონაა, ხოლო ევროპაში 50 ტონა.

ლობიო ქართველ ფერმერებს 1 ჰექტარზე მხოლოდ 0.8 ტონა მოჰყავთ, ევროპაში კი 1 ჰექტარზე ლობიოს მოსავლიანობა 2 ტონას უტოლდება.

საქართველოში 1 ჰექტარ მოწაზე 2.1 ტონა ქერი იწარმოება, ხოლო ევროპაში 7 ტონა.

2020 წელს საქართველომ აგროწარმოება გაზარდა, თუმცა ის მაინც ვერ უტოლდება მეზობელი ქვეყნების დონეს.

შეგახსენებთ, საქართველოში მეზობელ ქვეყნებზე გაცილებით ნაკლები ბოსტნეული იწარმოება.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ქართული აგროწარმოების 8-წლიანი შედეგებით კმაყოფილია და თავს იწონებს, რომ სოფლის ეკონომიკის ხელშეწყობის პოლიტიკა "ოცნების" ხელისუფლებამ შექმნა.

ზრდის მიუხედავად, საქართველოში აგროწარმოების დონე მაინც არადამაკმაყოფილებელია. სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას მიწის განაწილების არასწორი სტრატეგიაა, რომლის შედეგს ქვეყანა ახლაც იმკის. მაშინ მიწა დარიგდა 0.5 ჰა ნაკვეთებათ, რომლებიც საკუთრებაში გაიცა ყოველგვარი პირობისა ან გადასახადის გარეშე. ამგვარად აგროსპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მიწები მოხვდა უცოდინარი გამოუცდელი და უფულო ადამიანების ხელში. "გლეხი", რომელიც ფერმერად ვერა და ვერ იქცა საქართველოში, დარჩა მცირემიწიანი, შესაბამისი ცოდნის, შესაბამისი ტექნიკის, შესაბამისი ფულადი რესურსის გარეშე. ასე კი ვერცერთი ადამიანი ვერ შექმნის დოვლათს სოფლის მეურნეობაში. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ "გლეხი" ვერ შეძლებს აწარმოოს შესაბამისი რაოდენობის და ხარისხის პროდუქცია, როგორც სხვა წარმატებულ ქვეყნებშია და, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად იქნება საჭირო სახელმწიფოს რესურსების ხარჯვა იმაზე მეტი, ვიდრე უკუგებას იძლევა. აგროსსპეციალისტების თქმით, ქვეყანა ორო არჩევანის წინაშეა: ან უნდა შევეშვათ და ყველაფერი დავტოვოთ ისე, როგორც არის, ან უნდა შეიცვალოს არსებული საკანონმდებლო სისტემა და მოვიზიდოთ ინვესტიციები.

ეკონომიკის ექსპერტი ვეფხია გიორგაძე ამტკიცებს, რომ მიწა, როგორც კაპიტალის მოზიდვის ბერკეტი, სოფლის მეურნეობაში უმნიშვნელოვანესია და სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება უშედეგო და წყალში გადაყრილი ფულია, თუ მიწის განკერძოება არ მოხდება. გიორგაძის თქმით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა გაერომ 40 მილიარდ დოლარად შეაფასა. 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობაში მილიარდნახევარი ლარი ჩაიდო სუბსიდიის სახით. გიორგაძე ამბობს, რომ 40 მლრდ დოლარიანი კაპიტალის დაძვრა სულ რაღაც 1,5 მილიარდი ლარით, აბსურდია. გამოსავალს კი ექსპერტი ასე ხედავს:"აუცილებელია, დიდი საგარანტიო სახელმწიფო ფონდის შექმნა და საინვესტიციო ბანკის/ფონდის შემოყვანა, არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაცია, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის მინიმუმამდე დაყვანა და უფასო პრივატიზაციის პარალელურად მიყოლება, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ პროცენტით ეკონომიკის დაკრედიტებას."

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system