თავში

საქართველოში "ევრო 6-ის" ბენზინისა და დიზელის წარმოება იგეგმება

საქართველოში "ევრო 6-ის" ბენზინისა და დიზელის წარმოება იგეგმება
საქართველოში ევრო 6-ის ბენზინისა და დიზელის წარმოება იგეგმება

შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს.

„ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია შავდიამ ქარხნის პროექტის განხორციელების ირგვლივ მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს.

გია შავდია ფიქრობს, რომ საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების შემდეგ საწვავი 15-20%-ით გაიაფდება. გარდა ამისა, ქარხნის აშენების შემდეგ, საწარმოო პროცესში ნედლი ნავთობის თითქმის სრულად, დაახლოებით 98%-ით გადამუშავება მოხდება. წარმოებას მყარი ნარჩენები არ ექნება და საბოლოოდ, ეკოლოგიურად სუფთა, „ევრო 5“-ისა და „ევრო 6“-ს სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავს აწარმოებს.

ქარხნის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაიწყოს. ქარხნის მშენებლობისა და ამოქმედების პირველ ეტაპზე, პროექტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი ექნება. ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მიახლოებით 50-60 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

მუშაობის აქტიურ ფაზაში ვართ. Royal dutch Shell-თან და Axen-თან სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმება უკვე დავიწყეთ, დაახლოებით 25 თებერვალს პირველი პრეზენტაცია ესპანეთში გაიმართება. გარდა ამისა, ქარხნის მართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რამდენიმე კომპანიასთან, ახლა ვიყავით ესპანეთში და გადაწყდა, რომ მარტის ბოლოსთვის ხელს მოვაწერთ კომპანია Cepsa-სთან მემორანდუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მემორანდუმზე მუშაობა. ეს არის ის ძირითადი სიახლეები რაც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ მიმდინარეობს“, - განაცხადა გია შავდიამ.

წყარო: "კომერსანტი"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system