თავში

საქართველოში ფიზიკური პირის გაკოტრების ინსტიტუტის შემოღება განიხილება

საქართველოში ფიზიკური პირის გაკოტრების ინსტიტუტის შემოღება განიხილება
საქართველოში ფიზიკური პირის გაკოტრების ინსტიტუტის შემოღება განიხილება

“განიხილება ფიზიკური პირის გაკოტრების ინსტიტუტის შემოღების საკითხი, რომელიც წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებულ ინსტრუმენტს,” - ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. 

საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო, ჯერჯერობით, არ იცნობს პერსონალური გაკოტრების ცნებას.  მთავრობის პროგრამაში კი განმარტებულია, რომ პერსონალური გაკოტრება არის პროცესი, რომლის დროსაც მოქალაქეს გაკოტრებულის სტატუსის მიღებით შეუძლია ვალაუვალობით გამოწვეულ პრობლემებს უპასუხოს.

ეს პარქტიკა კარგადაა აპრობირებული სხვადასხვა ქვეყანაში. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, პერსონალური გაკოტრების დროს მოქალაქეს შეუძლია მოახდინოს გადაუხდელი ვალდებულებების სრული რესტრუქტურიზაცია და ასევე, ნაწილობრივ ან თითქმის სრულად შეინარჩუნოს უზრუნველყოფაში ჩადებული ქონება. გაკოტრების პროცესი უფასო არ იქნება და ის მოქალაქეთათვის სასამართლო და იურიდიულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, ვალაუვალობის ყოველ ვითარებაში მასზე ხელმისაწვდომობა შეიძლება მაღალი არ იყოს.

რა სარგებლობას მოუტანს პერსონალური გაკოტრების პროცესის შედეგად საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვალაუვალობის მდგომარეობაში იმყოფებიან, ამის გარკვევას report.ge ეკონომიმისტებთან და ფინანსისტებთან შეეცდება და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system