თავში

საქართველოში ფულადი გზავნილები 12.5%-ით გაიზარდა

საქართველოში ფულადი გზავნილები 12.5%-ით გაიზარდა
საქართველოში ფულადი გზავნილები 12.5%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.9 მლნ აშშ დოლარი (562.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.5%-ით (18.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა.

2020 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (72.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ნოემბერის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system