თავში

საქართველოში ფულის მასა რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოში ფულის მასა რეკორდულ ნიშნულზეა
საქართველოში ფულის მასა რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში ფულის მასა რეკორდულ ნიშნულზეა.ფართო ფულმა (M2) 13.07 მილიარდ ლარს მიაღწია. წლიურ ჭრილში ფულის მასის ზრდა 16.04%-ია. აგვისტოსთან შედარებით კი 429.7 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

გაზრდილია უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასაც და ის 4.46 მილიარდი ლარს უტოლდება.

ცნობისთვის, ფართო ფული (M2) ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე) ასახავს. 

შეგახსენებთ, ფულის მასა საქართველოში რეკოპრდულად გაიზარდა სექტემბერშიც.

სპეციალისტები ფულის მასის ზრდას მთავრობის მხრიდან ბიუჯეტის ხარჯვის მოცულობის ზრდას უკავშირდებენ. ხარჯი კი მთავრობას COVID-19-ის კრიზისის ეკონომიკური და სოციალური ეფექტის შესარბილებლად შემუშავებულ პროგრამებზე გაეზარდა.

ფინანსისტების განმარტებით, ლარის გაცვლითი კურსის მოლოდინების ჩამოყალიბებაზე გაზრდილი ფისკალური ხარჯებიც ახდენენ ზეგავლენას. სწორედ ამიტომაც გვაქვს სახეზე სექტემბერში ლარის 3%-იანი გაუფასურება მიუხედავად ამ ინტერვენციებისა.

სპეციალისტების აქვთ მოლოდინი, რომ ინტერვენციების ის მოცულობა, რაც წინა პერიოდში საკმარისი იყო, შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს(სებ-ი) რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.

 სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 580 მილიონს უტოლდება. ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system