თავში

საქართველოში ფულს მეტი ადამიანი აგროვებს, ვალს კი ნაკლები იხდის

საქართველოში ფულს მეტი ადამიანი აგროვებს, ვალს კი ნაკლები იხდის
საქართველოში ფულს მეტი ადამიანი აგროვებს, ვალს კი ნაკლები იხდის

საქართველოში დეპოზიტების რაოდენობის კვალდაკვალ, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობაც გაიზარდა. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემები გვიჩვენებს, რომ ფიზიკური პირების სადეპოზიტო ანგარიშების რაოდენობამ მოიმატა, შესაბამისად გაიზარდა ბანკების სადეპოზიტო ვალდებულებაც. შემცირებულია ვადიანი დეპოზიტების მოცულობა.  გაზრდილია დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელიც უფრო კონკრეტულად კი, 2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 284.1 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა და 25.6 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2018 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 16.9 პროცენტით არის გაზრდილი. სადეპოზიტო ვალდებულებების მატებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების ზრდამ. 

საანგარიშო პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 59.3 მლნ ლარით (0.7 პროცენტით) გაიზარდა და 9.28 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშები 227.3 მლნ ლარით მოიმატა, ხოლო ვადიანი დეპოზიტები 168.0 მლნ ლარით შემცირდა.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 1.1 პროცენტიანი (58.4 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.54 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მატება ძირითადად ფიზიკური პირების ანგარიშების მატებით იყო განპირობებული. 

დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2019 წლის სექტემბერში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 63.9 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 51.4 და 75.8 პროცენტს შეადგენდა. 

2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 550.2 მლნ ლარით გაიზარდა და 30.45 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 21.2 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 13.2 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ. 

სექტემბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 2.5 მლნ ლარით გაიზარდა და 494.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 43.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.0 პროცენტს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system