თავში

საქართველოში გამარტივებული წესით მოქალაქეები თურქეთიდანაც შემოვლენ

საქართველოში გამარტივებული წესით მოქალაქეები თურქეთიდანაც შემოვლენ
საქართველოში გამარტივებული წესით მოქალაქეები თურქეთიდანაც შემოვლენ

ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი “პისიარ” ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთის რესპუბლიკა ემატება, ანუ,  აქედანაც სტუმრები ასეთი გამარტივებული წესებით შემოვლენ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, 15 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების რაოდენობა მოიმატებს .

უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში, ასევე გვაქვს ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შემომსვლელი შემოდის ნეგატიური “პისიარ” ტესტის პასუხით და საქართველოში მესამე დღეს ვალდებულია, ჩაიტაროს ტესტირება. ეს სია გადაიხედება ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ეპიდვითარებაა, ასევე იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშეა, ჩვენი ამოცანაა, ტურისტულ ინდუსტრიას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ- ნელა ამოქოქვა დაიწყოს”,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, კატარის და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებთან ერთად, თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება თურქეთის მოქალაქე და რეზიდენტი არავაქცინირებული ვიზიტორებისთვისაც. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

11 თებერვლიდან სტამბოლი - თბილისი - სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისები ყოველდღიურად შესრულდება.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა.

საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 37 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია.

საქართველოში რეგულარული საჰაერო ფრენები თითქმის 10-თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნა ავიაკომპანიებს უკვე აცნობეს.

ტურისტების შემოყვანის გეგმა მუშავდება. მომავალი კვირიდანვე შემსუბუქდება რეგულაცია საქართველოში შემოსვლაზე.

მთავრობა ვაქცინირებული ტურისტების მოსაზიდად სპეციალური წესი აამოქმედა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system