თავში

საქართველოში იმპორტი 21%-ით გაიზარდა

საქართველოში იმპორტი 21%-ით გაიზარდა
საქართველოში იმპორტი 21%-ით გაიზარდა

2021 იანვარ-აგვისტოში საქართველოს იმპორტმა $6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20.7%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან 8 დასახელების პროდუქტის იმპორტი გაზრდილია.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 075.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 634.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 519.5 მლნ. აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 547.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 492.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 445.9 მლნ. აშშ დოლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system