თავში

საქართველოში ინტერნეტი ბიზნეს სუბიექტების მხოლოდ 24%-ს აქვს

საქართველოში ინტერნეტი ბიზნეს სუბიექტების მხოლოდ 24%-ს აქვს
საქართველოში ინტერნეტი ბიზნეს სუბიექტების მხოლოდ 24%-ს აქვს

საქართველოში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა დაახლოებით 182 ათასია, მაშინ, როცა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა 45 ათასს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს სუბიექტების მხოლოდ 24%-ს აქვს ინტერნეტ მომსახურება. 

ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშში.

"აღნიშნული მდგომარეობის მიზეზი, შესაძლოა ისიც იყოს, რომ იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი მომსახურება გაცილებით ძვირია, ვიდრე მსგავსი მომსახურება ფიზიკური პირებისთვის. შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტები შესაძლოა სარგებლობდნენ კიდევაც ინტერნეტ მომსახურებით, მაგრამ არა იურიდიული პირების პაკეტით, არამედ ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ინტერნეტ მომსახურებით. ამ მონაცემებით, თბილისში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების 38%-ს აქვს ინტერნეტ მომსახურება. რეგიონებში ეს მაჩვენებელი 11%-დან 19%-მდე მერყეობს," - განმარტავს კომუნიკაციების კომისია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system