თავში

საქართველოში ინტერნეტი გაიაფდა

საქართველოში ინტერნეტი გაიაფდა
საქართველოში ინტერნეტი გაიაფდა

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, ერთი აბონენტის ინტერნეტის საშუალო ტარიფი თვეში 18.26 ლარს შეადგენს, კომერციულ აბონენტის (საშუალო აბონენტის) ტარიფი თვეში 142 ლარია. 

წლიურ ჭრილში ფიზიკური პირის ინტერნეტის საშუალო ტარიფი 40 თეთრით, კომერციული აბონენტის ტარიფი კი 13 ლარით არის შემცირებული.

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავალი 5%-ით გაიზარდა 160 მილიონ ლარს გაუტოლდა. ზრდამ ფულად გამოსახულებაში 8 მილიონი ლარი შეადგინა.

ინტერნეტპროვაიდერებს შემოსავალი აბონტეტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის 8 თვეში ინტერნეტ აბონენტების საერთო რაოდენობა 925 ათასია. მათი ოდენობა წლიურ ჭრილში ანუ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითმ 38 ათასით აბონნეტით არის გაზრდილი.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემების მიხედვით,  2020 წლის 8 თვეში მიღებული შემოსავლები ინტერნეტპროვაიდერებზე ასე გადანაწილდა: 

1. მაგთიკომი - 454,995 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 39,278 ;
2. სილქნეტი - 289,664 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 3,469 ;
3. ახალი ქსელები - 27,570 აბონენტი, კლება წინა წელთან -6,137 ;
4. ახტელი - 15,408 აბონენტი, კლება წინა წელთან -2,115 ;
5. სქაიტელი - 23,827 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 7,527.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენეტების 45% თბილისშია. რეგიონებიდან ყველაზე მეტი ინტერნეტაბონენტი კი იმერეთს ჰყავს.

შეგახსენებთ, ამჟამად საქართველოში ინტერნეტის 140 კმ-ზე მეტი ახალი ქსელი ქსელი შენდება. ოზურგეთში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო და აქ 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს.

მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი Log in Georgia, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. პროექტი ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალხარისხიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს. ინტერნეტით საქართველოს 1064 დასახლებული პუნქტი დაიფარება.

Log-in Georgia-ს პროექტში კომუნიკაციების კომისიაც ჩაერთვება.

მსოფლიო ბანკთან ერთად დაგეგმილია ინტერნეტიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს იქნება 1000 -მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები.

ფონდი "ქართუ" ინტერნეტიზაციის პროექტში საჭიროების შემთხვევაში შევა.

ცნობისთვის, საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა, თუმცა პროექტის აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა დაიწყო. საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან დაიწყო და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 10 მლნ ლარია.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

ინტერნეტიზაციის 10-მილიონიანი საპილოტე პროექტი უტენდეროდ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system