თავში

საქართველოში ინვესტირებისთვის უნგრული კომპანიებისთვის საკრედიტო ხაზი გამოიყო

საქართველოში ინვესტირებისთვის უნგრული კომპანიებისთვის
საქართველოში ინვესტირებისთვის უნგრული კომპანიებისთვის საკრედიტო ხაზი გამოიყო

უნგრეთის სახელმწიფო განვითარების ბანკ „ექსიმ ბანკში“ სპეციალური საკრედიტო ხაზია გამოყოფილი იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ “, –ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ქართველ კოლეგას ნათია თურნავას შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკს ადა მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ინვესტიციების მიმართულებით.

„უნგრეთის მინისტრმა ბრძანა, რომ ჩვენს მსგავსად, უნგრელი ინვესტორებიც ხედავენ საგარეო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გაჩნდა პოსტპანდემიურ პერიოდში. კომპანიებს დივერსიფიკაცია სურთ. მათ შორის არიან უნგრელი ინვესტორებიც. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთის სახელმწიფო განვითარების ბანკ „ექსიმ ბანკში“ სპეციალური საკრედიტო ხაზია გამოყოფილი იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ," - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე მუშაობს. გამოიკვეთა ქვეყნის პრიორიტეტული სექტორები, მაგალითად ელექტრო ნაწილების წარმოება, ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდება, ასევე, სხვა კომპონენტები, როგორებიცაა სამედიცინო ფარმაცევტიკა, კვლევითი ცენტრები და ა.შ.

შეგახსენებთ, საქართველოს საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესებულია. საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით -22.4 მლრდ აშშ დოლარი (-73.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -127.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

მთავრობამ უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიით მუშაობა უკვე დაიწყო.  შერჩეულია 400-ზე მეტი კომპანია, რომელთა ტოპ-მენეჯმენტთანაც ხორციელდება პირდაპირ დიალოგი და საქართველოს როგორც ახალ რეგიონალურ ჰაბის პრეზენტაცია.

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ე.წ. საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტი იგეგმება. ვიზიტის ფარგლებში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო გარემოს, შეხვდნენ საჯარო და კერძო სექტორის შესაბამის წარმომადგენლებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. შერჩეულია მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებიდან 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტი და მათთან მჭიდრო კომუნიკაციაც დაწყებულია. აქამდე მსგავსი კომუნიკაცია საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან არ ყოფილა და ეს პირველი შემთხვევაა.

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წარმოადგენენ კომპანიებს, რომლებიც ამზადებენ ქვეყნების და კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პროფილებს და პოტენციურ ინვესტორებს დახმარებას უწევენ მომავალი საინვესტიციო ადგილების შერჩევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system