თავში

საქართველოში ირანული ბიტუმი აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა

საქართველოში ირანული ბიტუმი აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა
საქართველოში ირანული ბიტუმი აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა

2020 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან შემოიტანა 82,1 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც მთლიანი იმპორრტის  63,8%-ს უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესო მომწოდებელი აზერბაიჯანია. იმპორტის მოცულობით აზერვაიჯანის შემდეგ მოდიან: ერაყი - 20,7% (26,6 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 7,1% (9,1 ათასი ტონა), რუსეთი - 5,6% (7,2 ათასი ტონა), თურქეთი - 1,9% (2,4 ათასი ტონა), სომხეთი - 0,7% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,1% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი - 0,1% (0,2 ათასი ტონა).

2019 წლის ბიტუმის იმპორტის 85,8%-ი (145,7 ათასი ტონა) მოდიოდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. 2019 წელს საქართვლოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 9,6 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც მთლიანი იმპორტის 5,6%-ი იყო.

2020 წელს საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირებულია. ქვეყანამ შარშან ჯამში 128,7 ათასი ტონა ბიტუმი შეიძინა, რაც 41,3 ათასი ტონით, ანუ 24,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2019 წელს საქართველოში იმპორტირდა 170 ათასი ტონა ბიტუმი.

"2020 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და შესაბამისად, მოხმარების კლება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან", - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system