თავში

საქართველოში კარტოფილის იმპორტი შემცირდა

საქართველოში კარტოფილის იმპორტი შემცირდა
საქართველოში კარტოფილის იმპორტი შემცირდა

სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ახალი ან შეყინული კარტოფილის იმპორტი შემცირდა. იანვარ -მარტში ქვეყანამ  884 ათასი დოლარის ღირებულების 4 601.2 ტონა კარტოფილი იყიდა, მაშინ როდესაც გასულ წლის იმავე მონაკვეთში საქართველომ 5 262.9 ტონა კარტოფილის იმპორტში  1.3 მლნ დოლარი გადაიხადა. კლება 33.5%-ია.

პანდემიურ 2020 წელს საქართველოში კარტოფილის იმპორტი, 2019 წელთან შედარებით, 46.1%-ით გაიზარდა. 17 980.6 ტონა კარტოფილის იმპორტი ქვეყანას  3.5 მლნ დოლარი დაუჯდა. ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველოში შარშან გერმანიიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან შემოვიდა. 2020 წელს კარტოფილის იმპორტის მცირე ოდენობა ნაყიდია სომხეთში, ბელგიაში, ბელარუსსა და ირანშიც.

კარტოფილის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები შარშან იყვნენ:

1. გერმანია - 1 193.8 ტონა, 1 მლნ დოლარის.

2. თურქეთი - 8909.5 ტონა , 883.4 ათასი დოლარის.

3. ნიდერლანდები - 741 ტონა, 565 ათასი დოლარის.

4. აზერბაიჯანი - 2 466.6 ტონა, 394.4 ათასი დოლარის

5. რუსეთი - 2 576.9 ტონა, 327.5 ათასი დოლარის.

6. საფრანგეთი - 172.7 ტონა, 122.6 ათასი დოლარის.

7. ეგვიპტე - 849 ტონა,  114.8 ათასი დოლარის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system